საზოგადოება
29/09/2023

"შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ კადრის შესანარჩუნებლად, ხელფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს"

"შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ კადრის შესანარჩუნებლად, ხელფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საკმარისია მხოლოდ ის, რომ დასაქმებული  კომპანიაში თავს ბედნიერად გრძნობდეს,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" კომპანია "გაზელ ფაინანსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შრომით ბაზარზე, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დამსაქმებლის მოლოდინებისა და მოთხოვნების რეალობისაგან აცდენაა, რის გამოც კადრის აყვანის პროცესი ჭიანურდება.

"შრომით ბაზარზე არსებული კონკურენცია, კადრის საბაზრო ფასს აყალიბებს. კადრს კი, თუ საბაზრო ხელფასით არ დააკმაყოფილებ, ის კომპანიას იმაზე ადრე დატოვებს, ვიდრე შეიძლება ეს ჩვენ გვინდოდეს.

გამოწვევა, რომ კომპანიებს კადრის აყვანა უჭირთ, შეიძლება ერთის მხრივ ტალანტების მოძიების პრობლემა, ხოლო მეორეს მხრივ, ბაზრის გამოფიტულობასთანაც შეიძლება საქმე გვქონდეს. ან  შეიძლება მიზეზი კომპლექსური იყოს,“-აცხადებს ჯანელიძე.

კომპანია "გაზელ ფაინანსის" აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კადრის აყვანისა და დაქირავების პერიოდი დიდ და პატარა კომპანიებში განსხვავებულია. კადრის აყვანისას კი,ყურადღება არა მხოლოდ მის კომპეტენტურობას, ასევე მის პიროვნებას, კულტურასა და კომპანიის კულტურასთან კვეთას ექცევა.

მისივე ცნობით, მოთხოვნები გაზრდილია როგორც დამსაქმებლის, ასევე იმ ადამიანის მხრიდანაც, რომელიც სამუშაოს მაძიებელია. ეს კი მისი მტკიცებით, პანდემიისა და პოსტპანდემიის შემდგომ კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. შესაბამისად, ჯანელიძე აღნიშნავს, რომ თავიდანვე აუცილებელია ორივე მხარისაგან პირობები გაჟღერებული იყოს, რათა შემდგომში უკმაყოფილება არ მოხდეს.

ცნობისთვის, "გარტნერის“ კვლევის საფუძველზე,  კომპანიები კადრის შერჩევის შემდეგ, მის დაქირავების გადასაწყვეტად 30-35 დღეს ანდომებენ.

 

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022