საზოგადოება
19/05/2023

სემეკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სემეკი სსპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ იყო გადაყვანილი სემეკში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

ტრისტან ბენაშვილი სემეკში სხვადასხვა პოზიციებზე უწყვეტად საქმიანობს 2011 წლიდან. იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სემეკში მიმდინარე არაერთ პროექტში. 

ტრისტან ბენაშვილი პროფესიით იურისტია. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა უწყებებში. მიმდინარე წლის 17 მაისს,  ტრისტან ბენაშვილი არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს არამოსამართლე წევრად. 

სემეკი, სრული შემადგენლობით, ულოცავს ტრისტან ბენაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევას.  უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023