საზოგადოება
16/10/2020

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენეთ მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის - თბილისის მერია

თბილისში „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მგზავრთა კონტროლი ხორციელდება მუნიციპალურ ტრანსპორტში. ამ მიზნით მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადომა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს,  საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023