საზოგადოება
02/11/2020

სავაჭრო მოლებში მომხმარებელთა ნაკადი მცირდება

სავაჭრო მოლებში მომხმარებლის ნაკადი ყოველთვიურად მცირდება. მომხმარებელთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 30, ზოგ შემთხვევაში კი 60%-ითაც ჩამოუვარდება.

არსებულ მაჩვენებლებს ერთი მხრივ, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეორე მხრივ კი ლარის კურსის გაუფასურება უწყობს ხელს.

ზოგიერთ მოლში დამქირავებლებმა კომერიცული ფართების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, სავაჭრო ობიექტები მდგომარეობის გაუმჯობესებას 2021 წლის მარტიდან ელოდებიან.

"იქედან გამომდინარე რომ ყველა მოიჯარეს კარანტინის შემდეგ შევუმცირეთ იჯარის გადასახადი, ბუნებრივია, ჩვენი შემოსავალიც შემცირებულია. იჯარის გადასახადის შემცირებაზე გადაწყვეტილება მივიღეთ გაყიდვების მაჩვენებლის შემცირებიდან გამომდინარე, ტრაფიკი მთლიანობაში დაკლებულია დაახლოებით 60%-ით. ძალიან რთულია პანდემიის პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მარტის შემდგომ მდგომარეობა გამოსწორდება", - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" "ისთ ფოინთის" მარკეტინგის სამსახურის დირექტორი თეიკო ლომინაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023