საზოგადოება
08/12/2020

“საწოლების რაოდენობა არის,მიმართვიანობაა მაღალი - “გორმედი“

“მე ვფიქრობ, რომ კლინიკები ძალიან მობილიზებულია. სადაც კოვიდ პაციენტების განთავსება ხდება იმ კლინიკებში ვიცით, რომ საწოლების რაოდენობა ნამდვილად არის“ - ამის შესახებ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა, პრემიერ-მინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, მიმართვიანობა დიდია, თუმცა ადგილები თავისუფლდება ყოველდღიურად და ახალი პაციენტების მიღება ხდება.

„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საწოლების რაოდენობა არ არის ქვეყანაში. საწოლების რაოდენობა არის, უბრალოდ მიმართვიანობა იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად ვერანაირი სექტორი, და ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვა ამას ვერ გაუძლებდა.

ჩვენ, როგორც ქვეყანა ისე, კლინიკური სექტორები ძალიან მომზადებული შევხვდით პანდემიას, ამ ეტაპისთვის ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სრულად დატვირთულია საწოლფონდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ადგილები არ თავისუფლდება ყოველდღიურად და არ შემოდის ახალი პაციენტები“, - აღნიშნა ხათუნა ხრუბმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023