საზოგადოება
17/12/2020

"საცხოვრებლიდან არავინ გამოგვიყვანია, მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ"

არაერთი უშედეგო გაფრთხილების შემდეგ, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განახორციელა, - განაცხადა აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

ლევან ჯღარკავას თქმით, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების გამოსახლების არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

„ეს ხალხი არაერთხელ გავაფრთხილეთ, ამის დამადასტურელებელი მასალებიც არსებობს. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რათა თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. იქ შესახლებული არავინ იყო. შესახლებულ სახლებზე მოქმედებს სხვა საკანონმდებლო სივრცე. ჩვენ არავინ გამოგვიყვანია სახლებიდან. ის, რაც გუშინ ხდებოდა, სამწუხაროა, მაგრამ კანონს ვერ დავარღვევთ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს პროცესი გრძელდებოდა. მათ ნაწილს ავტომობილები თუ უძრავი ქონება აქვს, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები. პირიქით, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელთა საქმიანობაც აუცილებლად შესასწავლია”, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.

ლევან ჯღარკავას განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში, 100-მდე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, სწორედ ზემოთხსენებული გარემოებების გამო არცერთხელ არ გასაჩივრებულა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023