საზოგადოება
10/09/2021

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ნუსხა, რომლებსაც გაფიცვა ეზღუდებათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ნუსხა, რომლებსაც გაფიცვა ეზღუდებათ. 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურებს განეკუთვნება:

ა) მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში;

ბ) მუშაობა სტაციონარულ დაწესებულებებში ან/და ამბულატორიული დაწესებულების გადაუდებელი დახმარების სამსახურებში;

გ) მუშაობა ელექტროენერგიის წარმოების, განაწილების, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სფეროში;

დ) მუშაობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში;

ე) მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში;

ვ) მუშაობა საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში;

ზ) მუშაობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სამსახურებში, მათ შორის:

ზ.ა)  მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;

ზ.ბ) მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;

ზ.გ) მუშაობა საქართველოს იუსტიციის  სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში;

თ) მუშაობა სასამართლო ორგანოებში;

ი) მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში;

კ) მუშაობა სახანძრო უსაფრთხოების და სამაშველო სამსახურებში;

ლ ) მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში.

ბრძანების თანახმად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას, რომელიც გულისხმობს, მინიმალური საოპერაციო მომსახურების შესრულებას იმგვარად, რომ დაკმაყოფილებულია მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები და ამგვარი მომსახურება ხორციელდება უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე.

მინიმალური მომსახურების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის მომსახურების მიმწოდებელი დასაქმებულთა მინიმალური რაოდენობა) განისაზღვრება კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე სუბიექტებს შორის მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგად, რომელიც უნდა შედგეს გაფიცვის შესახებ მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოს მიერ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023