ფოტო: 1tv.ge
საზოგადოება
27/08/2021

სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო - მობილური ცენტრები თბილისში

სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო - მსურველებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ თბილისში იმუნიზაციის მობილური სერვისით ისარგებლონ. აცრის გაკეთებისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

აცრებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები ჩაატარებენ, მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

დასაწყისისთვის იმუნიზაციის პროცესი შესაძლებელია ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედანზე. ამ ლოკაციების შერჩევა იმიტომ გადაწყდა, რომ აქ სადაც მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები ამ დრომდე არ იყო.

იმუნიზაცია საქართველოში შემოტანილი ვაქცინით „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და „ფაიზერი“ არის იქნება შესაძლებელი. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება.

"ავტობუსები იქნება დაბრენდილი და მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მერიასთან ერთად პროექტი დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023