საზოგადოება
25/04/2023

სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონს დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 11 ერთეული, 7 მ³ და 13 მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადასცა.

კერძოდ,

  1. სენაკის მუნიციპალიტეტს - 2 ერთეული 13 მ³ მანქანა,
  2. ხობის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
  3. ფოთის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
  4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს -  1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
  5. წალენჯიხას მუნიციპალიტეტს -  1 ერთეული 7 მ³ მანქანა,
  6. აბაშის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
  7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 2 ერთეული 13 მ³ მანქანა.

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე ესწრებოდნენ.

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II)” ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ ნარჩენების შესაგროვებელი 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კონტეინერი და ურნა, ხოლო  74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება. 

საპროექტო რეგიონების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკით ნარჩენების მართვის თანამედროვე სიტემის დანერგვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ტექნიკური საშუალებების ღირებულება 6 800,000 ევრომდე შეადგენს.
 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023