საზოგადოება
09/10/2020

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და IOM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის 9 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით თანამშრომლობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

„ტრეფიკინგი გლობალური დანაშაულია  და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მსხვერპლების დახმარების ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ. მისი თქმით, სააგენტო ცდილობს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორის მხარდაჭერით გააფართოოს მოქმედების არეალი, გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება,  საინფორმაციო კამპანიების  წარმართვით და მასალების გავრცელებით, ასევე ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიოს საერთაშორისო სტანდარტს და ა.შ.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) მუდმივად შეჰქონდა აქტიური წვლილი საქართველოს ეროვნული რეფერირების მექანიზმში ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. მაგალითად, 2020 წელს IOM-მა  ტრეფიკინგის სავარაუდო სამი მსხვერპლი გადაამისამართა სააგენტოსთან. სამივე მათგანი იყო წარმოშობით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. IOM კვლავაც გააგრძელებს სააგენტოსთან შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას და იმედოვნებს მიგრანტი ბავშვების დაცვის მიმართულებით საქმიანობის/ხედვის გაფართოებას“, - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023