საზოგადოება
20/10/2020

სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები - COVID-ის მართვის 3 მნიშვნელოვანი აქტორი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ რეგულაციების შესრულებასთან დაკავშირებით ბიზნესთან თანამშრომლობა გაგრძელდება. 

"მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია 3 აქტორის როლი - სახელმწიფო, მოქალაქეები და ორგანიზაციები.

„გამოსავალი იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით აღარ არის ჩაკეტვა, არამედ წესების შესრულებაა, აქ ვსაუბრობთ 3 მნიშვნელოვანი აქტორის როლზე - სახელმწიფო, მოქალაქე და ორგანიზაციები. ბიზნესს, დაწესებულებებს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ დაგვეხმარონ ამ წესების აღსრულებაში, მათაც გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, დასაქმებულებს მოუწოდონ არა მხოლოდ ამ წესების დაცვა, არამედ იზრუნონ დასაქმებულებზე. ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვნახეთ დასაქმებულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, როდესაც გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები და არ უზრუნველყვეს შესაბამისმა კომპანიებმა თვითიზოლაციაში ამ ადამიანების გადაყვანა. დღეს, მაქსიმალური მზაობა გამოითქვა ბიზნესის მხრიდან თანამშრომლობაზე ამ ნაწილში და მაქსიმალური აქტიურობის პირობა მივიღეთ. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შესრულდება და ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან გვერდით დგომა. ჩვენ ახლა ისეთ პროცესში ვიმყოფებით, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023