საზოგადოება
18/04/2023

სახელმწიფო გეგმავს, ბავშვები არაჯანსაღი საკვების მარკეტინგისგან დაიცვას

2026 წლისთვის ქართულ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის 30%-ს ეტიკეტზე დატანებული ექნება ინფორმაცია შაქრისა და მარილის შემცველობის შესახებ. ამასთან, გატარდება ზომები, რათა ბავშვები დაცულნი იყვნენ ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი პროდუქციის, ასევე გაზიანი სასმელების მარკეტინგისგან.

ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023 –2030 წლების ეროვნული სტრატეგია.

სტრატეგიის თანახმად, დიალოგის კიდევ ერთი მიზანი იქნება საკვებ პროდუქტებში ინდუსტრიული ტრანსცხიმების ამოღების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. პარალელურად დაიწყება არაჯანსაღი საკვები პროდუქტების (ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი, ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის ღონისძიებების შემუშავება.

სტრატეგიის თანახმად, 2026 წელს მარილის და შაქრის  შემცველობა მითითებული უნდა იყოს პროდუქტების 30%-ში, ტრანსცხიმების შემადგენლობა კი - პროდუქტების 35%-ში.

2030 წლისთვის პირველი მაჩვენებელი 60% უნდა იყოს, მეორე კი - 50%.

სტრატეგიის მიხედვით, საქართველოში მარილის საშუალო დღიური მოხმარება 8.5 გრამს შეადგენს, მაქსიმალური დასაშვები ზღვარი კი 5 გრამია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩამოყალიბდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მთავარი რისკ-ფაქტორის – მარილის ჭარბი მოხმარების საწინააღმდეგო მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი და მოხდება მარილის მოხმარების შემცირების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023