საზოგადოება
10/02/2023

საქართველოში პენსიას 808 326 ადამიანი იღებს - სოციალური შემწეობების სტატისტიკა

საქართველო, 2022 წლის მონაცემებით, 808 326 ადამიანი იღებს. საქსტატის მონაცემებით, მთლიანი რაოდენობიდან  71.3% ქალია, 28.7% - კაცი.

პენსიის მიმღებთა 29.9% თბილისშია, 16% - იმერეთში, 10.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8% - ქვემო ქართლში, 8.8% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9%-ია.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3% ქალებია, 66.7% - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6% შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, 12.8% - ომის მონაწილეები, 12% - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4% - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, 0.2% - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6% იმერეთში, 11.5% აჭარის არ-ში, 9.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დდანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2%-ია.

2022 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 369 515 ოჯახია რეგისტრირებული, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 149 864.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს
შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023