საზოგადოება
01/03/2022

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების ჯანმრთელობას თიბისი უფასოდ დააზღვევს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი დაზღვევა, კლინიკა “რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს.

სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ დაფარვას, რომელსაც თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს + სრული ამბოლატორიული მომსახურება კლინიკა “რეიმანისგან”:

  • სასწრაფო დახმარება
  • გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია (მხოლოდ კლინიკა “რეიმანში”)
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
  • გადაუდებელი სტომატოლოგია
  • კოვიდ-19-თან დაკავშირებული მომსახურება.

უკრაინაში არსებული მდგომარეობის ფონზე, გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ჩვენი რესურსები მოვახმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ისინი უფასოდ მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას” , - თიბისი დაზღვევა.

თუ ხარ უკრაინის მოქალაქე, გადადი ბმულზე და მიიღე დაზღვევა

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023