საზოგადოება
19/05/2021

საქართველოში გადაღებული "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში 19 მაისიდან იწყება

დიდი მოლოდინის შემდეგ, 19 მაისიდან პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ფილმის „Fast and Furious 9“ პრემიერა გაიმართება.

ცნობილი ბლოკბასტერის გადაღება საქართველოში პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“-ის ფილმში ასახული იქნება თბილისისა და რუსთავის კადრები, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია.

ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. მთლიან ჯამში პროექტის ფარგლებში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ამერიკულმა კომპანიამ 32 მილიონ ლარამდე დახარჯა. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.

გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

FF9 არის პირველი ჰოლივუდური დიდი, სტუდიური ფილმი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ რეგიონში, რომელიც "ენკენი ფილმსმა" და "იუნივერსალ სტუდიომ" ერთად განახორციელეს.

"უნივერსალ სტუდიოს" წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს იყო ამ წლის ტექნიკურად ყველაზე რთული ფილმის, ყველაზე რთულად გადასაღები მონაკვეთი, რასაც ქართულმა გუნდმა უმაღლეს დონეზე გაართვა თავი.

ამ პროექტის წარმატებით განხორციელებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამ ეტაპზე უკვე მიდის რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმზე მოლაპარაკებები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023