საზოგადოება
13/08/2021

საქართველოში ამ დროისთვის 741 350-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული

ვაქცინაციის ინტენსივობა შენარჩუნებულია. ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 741 353 ადამიანია ვაქცინირებული.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან რეკორდული რაოდენობის აცრა 11 აგვისტოს გაკეთდა და 25 933-ს მიაღწია, 12 აგვისტოს კი აცრილთა რაოდენობამ 25 432 შეადგინა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ვირუსს ბოლო 24 საათში 42 ინფიცირებული ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 726 პირი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023