საზოგადოება
06/01/2022

საქართველოში ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანა იგეგმება

საქართველოში ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანა იგეგმება, - დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. 

საქმე ეხება „მერკის“ (Merck) მიერ წარმოებულ „მოლნუპირავირს“ (Molnupiravir), რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში.

„ბოლო პერიოდში, აქტიური დისკუსია და მოლოდინია კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. „მოლნუპირავირმა" უკვე მიიღო ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ქვეყანამ „ფაიზერის“ მიერ დამზადებული და უკვე ავტორიზებული მედიკამენტიც მიიღოს.

„დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც მიანიჭა ავტორიზაცია. მედიკამენტები იმედისმომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. ესაა აბების სახით მისაღები მედიკამენტი. ვფიქრობთ, ის კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და მოგვცემს კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას. მანამდე კი კოვიდის შემთხვევაში საქართველოში არის ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023