საზოგადოება
20/10/2020

საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში PCR ტესტის საფუძველზე, სავალდებულო კარანტინის გარეშე შემოვლენ

უახლოეს  ხანში ძალაში შევა  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს  შეეძლებათ, ქვეყანაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური „პისიარ ტესტებით“ სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე. ანუ მათ შეეძლებათ შემოვიდნენ პისიარ-ლაბორატორიების უარყოფითი ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
 
მისივე თქმით, მომზადებულია მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური პისიარ ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. 
 
მინისტრის განცხადებით, ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც ბიზნესი და საქმიანი ვიზიტები საქართველოში. 
 
„მთავარია ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს პისიარ ტესტით. თუ ვინმეს არ აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს აღნიშნული ტესტი, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023