საზოგადოება
22/10/2020
ავტორი: Business Partner

“საქართველოს ბანკის” თანხა იყო – გომელაური მძარცველისთვის მიცემულ ფულზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელს ნამდვილად მისცეს თანხა. მან სპეცოპერაციის მეორე დღეს განაცხადა, რომ მთავარი იყო ადამიანების უსაფრთხოება. გომელაურის ინფორმაციით,მძარცველებისთვის გადაცემული თანხა ბიუჯეტიდან არ არის გადახდილი.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თანხა „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

„თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული“-განაცხადა შს მინისტრმა. 

გომელაურმა ასევე განმარტა, რომ ეს ასე ხდება ყველგან, როდესაც ბანკში შედიან და მძევლებს იყვანენ. რაც შეეხება ჰყავდა თუ არა თანამზრახველი თავდამსხმელს და იდენტიფიცირებულია თუ არა ის, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022