საზოგადოება
24/09/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში უეფა-ს IV კატეგორიის სტადიონი გაიხსნება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით ბათუმში, უეფა-ს IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება.

2017  წელს დაწყებული სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს დასრულდა. ბათუმის ახალი სტადიონი უმაღლესი ხარისხის მონიტორებით, განათებებითა და ხმის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ხმის მაღალ გარჩევადობას უზრუნველყოფს. საფეხბურთო სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს, როგორც მინდვრის საფარის, ასევე სკამების ხარისხის მაღალ სტანდარტებს.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონზე მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგია განთავსებული. ასევე მოწყობილია სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები.

პროექტის ჯამური ღირებულება 100 მლნ ლარს აღემატება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ქვეყანაში კიდევ ერთი, წარმატებული პროექტი განხორციელდა. ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი რეგიონის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც იძლევა არა მხოლოდ უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო მატჩების, არამედ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებს. საქართველოს ბანკი კვლავ აქატიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია და ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერ ბანკს,  ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023