საზოგადოება
28/07/2021

საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი გახდა.

UN Global Compact მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მდგრადი განვითარების ინიციატივაა. ინიციატივის ფარგლებში გაერო ცნობს და მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა და სტრატეგიაც თანხვედრაში მოდის ისეთ უნივერსალურ პრინციპებთან, როგორიცაა: ადამიანისა და შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

„საქართველოს ბანკისთვის დიდი პატივია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბანკის საქმიანობა სრულ თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების ძირითად პრინციპებთან. საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100-ზე მეტი პროექტის მხარდამჭერია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის მდგრად განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ვრცლად, იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ახორციელებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023