საზოგადოება
16/09/2021

საქართველომ იაპონიისგან 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფია მიიღო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში სამედიცინო აპარატურა მიიღო, რომელიც ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანებში განთავსდება.

საგრანტო დახმარების („ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა“) ფარგლებში, 110 ერთეული დეფიბრილატორისა და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფის სამინისტროსთვის ეტაპობრივი მიწოდება კომპანია "კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ" უზრუნველყო.

ცენტრში განმარტავენ, რომ აპარატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდების მიმართულებით და ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე.

„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია აღჭურვილი. ეს დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ტექსნიკის გადაცემის ღონისძიებაზე.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია განმარტავს, რომ სამედიცინო აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს ექიმებს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციისა და სასიცოცხლო მაჩვენებელების მონიტორინგში, სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023