საზოგადოება
26/12/2020

საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ₾24 მლნ-ის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ 23.79 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პროგრამა "სოფლის ექიმის" გამართული ფუნქციონირებისთვის მომავალ წელს 23.39 მლნ დაიხარჯება. თანხა მომავალი წლისთვის პროგრამა "სოფლის ექიმის" ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მომსახურებას, ასევე შიდა ქართლის სოფლებში სოფლის ექიმების/ექთნების გამართული მუშაობას უნდა მოხმარდეს.

უწყება 220 ათას ლარიან შესყიდვას აცხადებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთათვის და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთათვის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლებ პირთათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

კიდევ 180  ათასი ლარი უნდა მოხმარდეს სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დროს  საგანგებო სიტუაციის დადგომას მომსახურების უზრუნველყოფას

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023