საზოგადოება
24/03/2023

საფეხურთო მატჩთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა

27, 28 და 29 მარტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით დამატებით სამ რეისს ნიშნავს. დამატებითი რეისები ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

27 მარტი: ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ბორტი 15:00 საათზე გაფრინდება, ხოლო უკან ნატახტრისკენ 17:00 საათზე გამოფრინდება.

28 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 15:00 საათზე, ბათუმიდან უკან გამოფრენა 16:45 საათზე.

29 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 14:00 საათზე, ბათუმიდან გამოფრენა - 16:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი რეისების გარდა, ამ დღეებში ბათუმის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისებიც სრულდება. ბილეთის ღირებულება 1 გზა 125 ლარია, 0 დან 3 წლამდე ჩვილი უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოზარდებზე კი 30 %-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

შეგახსენებთ, 28 მარტს, 20 საათზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სადებიუტო შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.  შეხვედრა ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება, სადაც 20 ათას გულშემატკივარს შეუძლია დაესწროს. თამაშში მონაწილეობს ჩვენი ნაკრებისა და საფეხბურტო კლუბ ,,ნაპოლის“ ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია. საქართველო-ნორვეგიის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023