საზოგადოება
03/03/2022

სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებს PCR ტესტირების ღირებულებას არ აუნაზღაურებენ

სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებს PCR ტესტირების საფასურს არ აუნაზღაურებენ. PCR-ი, ისევე როგოც სწრაფი ტესტირება სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, 1 მარტიდან კი, რაც სახელმწიფომ PCR ტესტირებების დაფინანსება შეწყვიტა (გარკვეული გამონაკლისების გარდა), ლაბორატორიებში პისიარ-ტესტირების ჩატარების მსურველს თანხის გადახდა თავად მოუწევს.

როგორც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განმარტავენ, პისიარ-ტესრირება ამბულატორიული მომსახურების ნაწილს არ წარმოადგენს, ეს პროცედურა მთლიანად სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და მას სახელმწიფო აფინანსებდა, ამიტომ 1 მარტიდან მისი გაკეთება მსურველებს მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეუძლიათ. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო აგრძელებს სწრაფი ტესტირების დაფინანსებას და მოქალაქეებს შეუძლიათ მისი უფასოდ გაკეთება, თუმცა – მხოლოდ სიმპტომების შემთხვევაში. ასევე სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, სწრაფი ტესტის გაკეთებიდან 72 საათში, განმეორებითი სწრაფი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობაც აქვთ, რომელსაც ასევე სახელმწიფო დააფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობის გამო, 1 მარტიდან სახელმწიფო პისიარ-ტესტირებას აღარ აფინანსებს. PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.

რაც შეეხება საკითხს, როგორ წარიმართება მკურნალობა იმ შემთხვევაში თუ სწრაფი ტესტით პაციენტს არ უდასტურდება კოვიდინფექცია და მას ჰოსპიტალიზაცია ესაჭროება, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, ნებისმიერი სტაციონარი ვალდებულია, თუ ადამიანი იქ მოხვდება, ჩაუტაროს ყველა აუცილებელი გამოკვლევა, მათ შორის პისიარ ტესტირება.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023