საზოგადოება
02/09/2020

საარჩევნო პლაკატების განთავსება წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იქნება შესაძლებელი

თბილისში საარჩევნო პლაკატების განთავსება წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა და დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

„დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები განათავსონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ საარჩევნო პლაკატები მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ ადგილებში განათავსონ. ამავდროულად აღნიNშა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები დაჯარიმდებიან.

თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, დარღვევების შემთხვევაში, კანონის შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინონ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023