საზოგადოება
29/07/2021

რომელი უნივერსიტეტი რა დაფინანსებას მიიღებს - სამინისტრომ ბიუჯეტი განსაზღვრა

განათლების მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროგრამული დაფინანსების მოცულობა განსაზღვრა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. ბრძანება ეხება 2021-2022 სასწავლო წლებს. 

დაფინანსებას მიიღებენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - გამოყოფილია 2 524 500 ლარი;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 3 966 750 ლარი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 900 000 ლარი;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 124 000 ლარი;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 967 500 ლარი;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 562 500 ლარი;

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 587 250 ლარი;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 659 250 ლარი;

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 207 000 ლარი;

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 225 000 ლარი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღნიშნულ თანხებს მიმართავენ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად. 

დაფინანსებით შესაძლოა ისარგებლონ იმ სტუდენტებმა, რომლებიც სტუდენტის სტატუსს აღიდგენენ. 

პროგრამით გათვალისწინებულ ადგილებზე ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, გარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 1 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2 250 ლარი. 

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023