საზოგადოება
16/09/2021

როგორ ვიშოპინგოთ უსაფრთხოდ ონლაინ

დღეს იშვიათად თუ მოიძებნება ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი, რომელსაც არასდროს უყიდია ან არ გადაუხდია ონლაინ. ამ გზით შეკვეთილი სამოსი, ავეჯი, წამალი, საკვები, სათამაშო თუ სხვა ნივთი, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თუმცა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც ონლაინ შოპინგის პროცესს უსაფრთხოს და დაცულს გახდის და კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან დაგვიცავს:

· ვებგვერდზე ბარათის მონაცემების შეყვანამდე, აუცილებლად დააკვირდით და შეამოწმეთ მისამართის სისწორე და გვერდის დაცულობა. დაცული გვერდები იწყება არა http-თ, არამედ https-ით. დაცულ გვერდს ბრაუზერში ბოქლომის ნიშანი აქვს. ის აჩვენებს, რომ თქვენ საქმეს იჭერთ პასუხისმგებლიან გამყიდველთან და თქვენი მონაცემები დაშიფრული იქნება.

· არ დაიმახსოვროთ ბარათის მონაცემების ნაკლებად სანდო ვებგვერდზე.

· თუკი ონლაინ ვაჭრობასთან ან სხვა ფინანსურ ოპერაციებთან ბარათით ხშირი შეხება გიწევთ, უმჯობესია საამისოდ გამოყოთ ერთი ბარათი, სპეციალურად ინტერნეტში გამოსაყენებლად. ამ ბარათზე ნუ გააჩეროთ მოცულობით თანხას. თანხა ბარათზე მობაილბანკით, უშუალოდ ინტერნეტშესყიდვის წინ გადაიტანეთ.

· არ დააყენოთ ყველა ვებგვერდზე, სადაც ინტერნეტით შოპინგობთ, ერთნაირი და მარტივი პაროლი იმ იმედით, რომ ის არავის დააინტერესებს. ეცადეთ, მასში არა მხოლოდ ასოები, ციფრებიც გაურიოთ.

· გახსოვდეთ, რომ ინტერნეტში ყიდვა უფრო უსაფრთხოა PayPal-ის ან Apple pay საფულეებით, რადგან ბარათს ერთხელ ამ საფულეში დაამატებთ, ხოლო შემდეგ გადახდისას არ დაგჭირდებათ საიტზე მისი მონაცემების მითითება.

· კარგი იქნება SMS შეტყობინებას ჩართავთ და თქვენი ბარათიდან განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე მიიღებთ ინფორმაციას.

ყურადღებისა და სიფხიზლის განცდა კიბერთაღლითებისგან უფრო დაცულს გაგხდით. ბარათის მთავარი კონცეფციაც ხომ, თქვენთვის კომფორტის შექმნა და ცხოვრების გამარტივებაა და არა, პირიქით.

 

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023