საზოგადოება
                                20/10/2020
                                
                            როგორ უნდა მოიქცეთ თუ covid-ინფიცირებულთან კონტაქტი გქონდათ - NCDC-ს რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბინაზე მყოფი covid-19-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტირებული პირებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:
თუ ხართ covid-19-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და ექვემდებარებით თვითიზოლაციას ბინაზე:
- დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში
 - ამავე პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე, არ იმოგზაუროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები
 - თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეში მათთან შეხვედრა
 - თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია -სულ მცირე 1 მეტრი
 - აწარმოეთ თერმოსტკრინინგი, გაიზომეთ ტემპერატურა დღეში ორჯერ
 - Covid-19-ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველა, სუნთვის გაძლება), დაუყოვმებლივ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს
 - დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი: ხველის ან ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ
 - საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხშრად შეხებადი ზედაპირები
 - თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში,დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი ან/და ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს ექვემდებარებით თუ არა ტესტირებას
 - არ დაარღვიოთღ თვითიზოლაციის წესები -ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანრთელობას.
 
