საზოგადოება
20/10/2020

რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც შეიზღუდება

თბილისისა და იმერეთის შემდეგ რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც შეიზღუდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მცხეთაშიც მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნებათ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისგან და დაემორჩილონ რეკომენდაციებს.

„მცხეთის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, არის ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს გადაწყვეტილება დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. გთხოვთ, მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023