საზოგადოება
03/11/2023

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისი მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, ამ დროისთვის, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია - განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

"უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ასფალტის ბოლო ფენები დაიგოს, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე გაკეთებულია ბეტონის გზა. გარდა ამისა, დამონტაჟდება ლედ სანათები, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება," - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის დამცავი კედლები ეწყობა. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022