საზოგადოება
27/04/2023

ყულიშკარში გზის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

ყულიშკარში, წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დაიგო ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები, ასევე, მიმდინარეობს სასაფლაოსთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა.

საავტომობილო გზის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ჯიხაშკარშიც, სობოგას უბანში. იგება ასფალტის საფარი. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ყულიშკარსა და ჯიხაშკარში მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023