საზოგადოება
14/03/2022

პრეზიდენტი: ვთხოვ ზელენსკის, დააბრუნოს საქართველოში უკრაინის ელჩი

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის სთხოვს საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს.

ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა. 

"მივმართავ ვოლოდიმერ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რადგან ჩვენ ორ ერს შორის ამ უმძიმეს წუთებში კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი. ამ ურთულეს პერიოდში მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ, თუ რა ხდება ჩვენს თავს. ყველა ერთად აზრზე მოვიდეთ და ქვეყანას ვაჩვენოთ გეზი და გზა. გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლისა და წარმატების გზაზე გვაყენებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია. აბსურდია, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში მაშინ, როცა ის რუსთაველზე გამოჩნდა იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა. ამავდროულად პრეზიდენტი რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარსდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს. ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის. საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო. დროა, ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არცერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა",- განაცხადა პრეზიდენტმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023