საზოგადოება
14/03/2022

პრეზიდენტი: რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მიზეზი არ უნდა გახდეს

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო მოხსენებისას პრეზიდენტმა ოპოზიციას და ხელისუფლებას რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, ომის პარალელურად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე. 

"სენსიტიური საკითხია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა. ეს საკითხი არ უნდა გახდეს ჩვენი დაყოფის, ქვეყნის რეპუტაციის შელახვისა, თუ პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომელიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებს. ამის ნაცვლად ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში. 

ამ ურთულეს პერიოდში გამოიყენეთ ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება. ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებით. ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არც ერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023