საზოგადოება
02/08/2021

პრემიერი: ვაქცინა უსაფრთხოა, დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს 

ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა, რაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან საყურადღებოა. სიტუაციიდან მთავარი გამოსავალი ვაქცინაციაა. 

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ვეღარ გაუძლებს. 

“ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენ გვესმის, ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამ სიტუაციაში ჩვენი მთავარი გამოსავალია ვაქცინაცია“,- აღნიშნა პრემიერმა. 

მან საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აცრისკენ და აქვე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა. 

“2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში. მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას მოვუწოდო, ჩავიტაროთ დროულად აცრები. ვაქცინაციის არეალი მაქსიმალურად გავაფართოვეთ. ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს. გვინდა, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიდეთ და მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა უნფრო მეტი და სწორი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან, მათ უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ვიღაც დეზინფორმატორებს, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებენ. ჩვენი ქვეყნისთვის სწორი გზაა, რომ ერთის მხრივ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა მართლაც არ არის, ეს არის უპრეცედენტო ზრდა ჩვენს ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ ასეთი რაოდენობით ვაქცინების შემოტანა მოვახერხეთ, ვფიქრობ ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი გამოყენება. 

ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების და ზოგადად ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, რადგან ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს. ეკონომიკის ზრდა კი ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ კეთილდღეობას მოსახლეობისთვის. 

გასულ წელს როცა ყველაფერი დაკეტილი იყო და ქვეყანა მთლიანად ჩაკეტილი იყო, ასიათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისხდნენ სახლებში, რა თქმა უნდა მიიღეს დახმარება, რაც ჩვენ შევძელით, რაც რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. ეს რომ არ განმეორდეს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციები დავიცვათ, დავუჯეროთ ექიმებს, მეცნიერებს, მეორეს მხრივ ჩავიტაროთ ძალიან მარტივი აცრა. 

დაინფიცირების შემთხვევაში ფატალურად დასრულების მაღალი ალბათობაა. ეს ძალიან ინდივიდუალურია, ძალიან ბევრ ჯანმრთელ ადამიანს შეხვდა კორონავირუსი და სამწუხაროდ უბედურება დაემართათ. ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, მსოფლიოში 1-2 რამდენიმე შემთხვევას თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად ვაქცინა გვიცავს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023