საზოგადოება
07/10/2020

პრემიერი: საქართველო დღეში 10 000-ზე მეტ PCR ტესტს აკეთებს, მაგრამ რესურსი შეუზღუდავი არ არის

პრემიერმა PCR ტესტების დღიურად გაზრდილ რაოდენობაზე აცხადებს.

როგორც გიორგი გახარიამ უწყებათშორის კომისიის სხდომის შემდეგ აღნიშნა, საქართველო დღეში აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ რესურსიც შეუზღუდავი არ არის და ტესტის კეთება უნდა იყოს მიზნობრივი. "მიზნობრივი და სისტემური ტესტირება," - აცხადებს გიორგი გახარია.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული.

„მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, პირველი ჩვენებები და რა თქმა უნდა, ის, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც უკვე შექმნილია, უნდა გაიტესტოს. რა არის სისტემური ტესტირება? სისტემური ტესტირება არის კონკრეტული სოციალური ჯგუფების ტესტირება მაგალითად ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების მიმდინარეობის განმსაზღვრელი სექტორები არ გაჩერდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტირების ნაწილში არის ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს საქართველო, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 000 მოქალაქეზე და ეს არის იმის გარანტი, რომ მსხვილი რისკი სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეიქმნას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023