საზოგადოება
13/08/2021

პრემიერი: პანდემია 2-3 წელი გაგრძელდება, აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემია წლის ბოლოს არ დასრულდება. მეცნიერები ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ, რაგდგან ისინი ადამიანების ქცევებზე არიან დამოკიდებულები. პანდემია, შესაძლოა, 2-3 წელი გაგრძელდეს. შესაბამისად, აუცილებელია ვაქცინაცია. 

“ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვაქცინების საკმარისი დოზის შეტანა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. შედეგია, რომ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ხარისხიანი ვაქცინა გვაქვს. ჩვენ ვისმენთ ჯანმოს წარმომადგენლების შეფასებებს, მათ პროგნოზებს, ეს პანდემია გაგრძელდება, წლის ბოლოს არ დასრულდება. ვინმეს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ პანდემია დასრულდება წლის ბოლოს. შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3 წელი. მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, რადგან დამოკიდებულები არიან ადამიანების ქცევაზე. ჩვენი გონივრული ქცევა რა არის - აუცილებელია ვაქცინის ჩატარება“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინის მსგავსად დამკვიდრდეს.  

“აცრა აბსოლუტურად უსაფრთხოა, არავითარი გართულებები არ ახლავს თან. აშშ ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს “ფაიზერის“ ვაქცინას და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინაციას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. 

დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, მეგობრები, ახლობლები რომ აიცრან. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ძალიან ბევრი ჯანმრთელი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდი მათ გარდაცვალებას გამოიწვევდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023