საზოგადოება
11/08/2021

პრემიერი: ჯანდაცვის სისტემას უნდა დავეხმაროთ და ვაქცინაციით ამ ფერხულში უნდა ავყვეთ

პრემიერი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვაქცინაციით ჯანდაცვის სისტემას თითოეული მოქალაქე დაეხმარება.

"თუ ჩვენ, მოქალაქეები არ დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს და არ ავყვებით ამ ფერხულში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია და აცრა, იქნება ძალიან ცუდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თავისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აუცრელი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის გაუარესების ძალიან მაღალი რისკია.

„უკვე ჰოსპიტალში მოხვედრილი, ანუ დამძიმებული პაციენტის რისკები ასევე იზრდება. 99,99% აცრილებისა არ ხვდებიან კლინიკებში, არ ხდება გარდაცვალება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აცრა იცავს სიკვდილისგან. მე აცრილი ვარ, კოვიდიც გადავიტანე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. ამით მინდა, რომ ერთგვარი ელემენტარული მაგალითი მივცე ყველას, ჩემს გარშემო მყოფს. ჩავრთე ჩემი ინიციატივით მთელი მთავრობა, სამინისტროები, დავავალე ყველას, რომ დავიწყოთ ორგანიზებულად აცრები. ისევე როგორც რეგიონებში გუბერნატორები, მერები, საკრებულოს წევრები, ახლა გამოვედით ხალი ინიციატივით, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი იქნას აცრილი, ისევე როგორც ყველა მერობის კანდიდატი, იმისთვის, რომ ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყანა იმყოფება აქტიურ საარჩევნო კამანიაში და საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა.

„მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში. აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლოში ეს ხდება. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია - 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება და მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023