საზოგადოება
14/09/2021

"პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება და მოსახლეობას დააზარალებს"

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ პოსტკოვიდურ სინდრომს მეტი ყურადღება სჭირდება, რადგანაც უცნობია, რა დაავადებებს გამოიწვევს კორონავირუსი.

„გამოკვეთილია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობები, პოსტკოვიდური სინდრომი ერთ-ერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს. არა მარტო საქართველოში, არამედ ჯერჯერობით არსად არსებობს პოსტკოვიდური პაციენტების მართვის პროტოკოლი. ამიტომ გვინდა, ჩვენც გვქონდეს რაღაცაში წინსვლა და შესაძლებელია, ამ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენც შევქმნათ გარკვეული პროტოკოლები და გაიდლაინები. შესაძლებელია, პოსტკოვიდურ პროტოკოლზეც შევთავაზოთ ხელმძღვანელობას ფიქრი.

პოსტკოვიდური სიმპტომების უფრო მეტი პროცენტი არის ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და შედარებით უფრო მეტი გართულება, მწვავე მდგომარეობა მიმდინარეობს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონდე პაციენტებში“, – აცხადებს დევი ტაბიძე.

jandacva.ge

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023