საზოგადოება
09/11/2020

"პოლიტიკური დაძაბულობის გაგრძელება დამატებით კრიზისს გამოიწვევს ეკონომიკაში"

"ჯიპას" კანცლერი და გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" თანაწამყვანი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, COVID19-ის შემოტევისა და პოლიტიკური კონკურენციის, ისედაც შემცირებული ინვესტიციების ფონზე.

აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ დაძაბულობის გაგრძელება ეკონომიკაში დამატებით კრიზისებს გამოიწვევს.

„საქართველოსთვის უცხო არ არის არჩევნების შემდგომი კონკურენცია. ასეთ ვითარებაში, ინვესტორებს გარკვეული ტიპის მოლოდინები უჩნდებათ თუ რა მოხდება ქვეყანაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი აკვირდებიან მოვლენების განვითარების სცენარებს. მოკლევადიან პერიოდში არ მგონია, ამ პროცესებმა განსაკუთრებული გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე, თუმცა მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი,“– აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა. ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ. აქცია და პროტესტი დღეს, 18:00 საათზე კვლავ არის დაგეგმილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023