საზოგადოება
21/01/2021

პირველ ვიცე-პრემიერად და ეკონომიკური მიმართულების კურატორად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იქნება.

ეკონომიკური მიმართულების კურატორად და პირველ ვიცე-პრემიერად ცქიტიშვილი გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

გახარიას თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა.

„ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისთვის, რომ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ვიცე-პრემიერის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023