საზოგადოება
23/08/2021

პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირდა, დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში პირბადეების ტარების მაჩვენებელი მცირდება. „ჯანმრთელობის გაზომვათა“ ინსტიტუტის მონაცემებით, პირბადეს მოსახლეობის 50% ატარებს. წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 51 % იყო.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების წინა ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად აქვეყნებდა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო მოქალაქეების დაჯარიმების სტატისტიკასა და ასეთი ფაქტების ამსახველ კადრებს, თუმცა მას შემდეგ, რაც, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, 17 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების დაბრუნების შესახებ განაცხადა, შსს-ს მსგავსი სტატისტიკა არ გაუსაჯაროვებია.

jandacva.ge წერს, რომ არსებული რეგულაციების აღსრულების შესახებ მონაცემებს მხოლოდ ჯანდაცვის უწყება, კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახური აქვეყნებს.

ერთერთი ბოლო ობიექტი, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, „სანსეტ ბათუმია“. რესტორანი დაილუქა, რადგან იქ ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

21 და 22 აგვისტოს მონაცემებით, ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.

შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.

შეგახსენებთ, რომ გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების გარდა, მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მკაცრად გაკონტროლდება სოციალური ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების და იუბილეების გამართვა, რაც მანამდეც მოქმედი რეგულაცია იყო, თუმცა აღსრულება არ ხდებოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023