საზოგადოება
03/11/2022

პარლამენტმა ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. 

დოკუმენტი ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტისა და ტანას აღკვეთილის შექმნისა და მართვის სფეროში ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.

კანონის პროექტით წესრიგდება ტანასა და თეძმის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიული ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. პროექტით,  ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი და დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები განისაზღვრება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023