საზოგადოება
30/09/2020

პარკირების ახალი სისტემა ვაკეშიც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი სისტემა ვაკეშიც ამოქმედდება. კონკრეტულად, ახალი სისტემა აბაშიძეზე, ფალიაშვილსა და მათი მკვეთ ქუჩებზე დაინერგება.

მუნიციპალური პავილიონები ამ მიზნით პეკინის გამზირიდან 20 ოქტომბრიდან ვაკეში გადაინაცვლებს.

კახა კალაძის თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ საბურთალოს მოსახლეობა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებგვერდზე შეძლებს.

მერმა მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები.

"20 ოქტომბრიდან, ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის. პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი. ანალოგიური მიდგომა ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023