საზოგადოება
16/10/2020

პანდემია ოდესმე დამთავრდება, ჩვენ კი "დრო 0“-დან დავიწყებთ ათვლას - ეკა მაზმიშვილი

ხელოვნების ინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონა ვირუსის პანდემიის განმავლობაში სფერო სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩა. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამის მიზეზზე საუბარი უჭირთ.

თეატრის მმართველი, ეკატერინე მაზმიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება საკმაოდ გულს სწყვეტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს კომუნიკაცია კულტურის გარდა ყველა სფეროსთან აქვს.

„ყველაზე რთული პროფესიული ზიანია. კორონა ვირუსის პანდემია როდესმე დამთავრდება, ჩვენ კი აქედან გამოვალთ - „დრო 0“-ით. ასე უწოდებენ ჩემი კოლეგები საზღვარგარეთ ამ ვითარებას. ყველაფრის ხელახლა დაწყება მოგვიწევს. ძალდატანებითი გადატვირთვა მოხდება. ადრე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ყველაფერი სხვანაირად დალაგებას დაიწყებს. სხვა ატმოსფერო, სხვა პირობები შეიქმნება. ამიტომ, პროფესიული ზიანი ასატანად ყველაზე რთულია. ჩვენ სპექტაკლები რამდენი ხანია არ გვქონია, მაყურებელი არ გვყოლია. ამასთან, თეატრსა და კულტურაზე სახელმწიფოს ლაპარაკი საერთოდ არ ჰქონია, არც ერთხელ. ეს რამდენჯერმე აღვნიშნეთ, მაგრამ დღესაც იგივე გრძელდება. ეს დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ კულტურის გარეშე რა სახელმწიფო უნდა შექმნა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. ძალიან დიდი სფეროა. ეს ხომ მარტო თეატრები არ არის, ეს არის მთლიანად კულტურის უზარმაზარი სფერო, რომელშიც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია. მათ ამ ქვეყნის სახელი, იმიჯი ქვეყნის გარეთ გააქვთ. ეს ადამიანები და პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვქმნით არის თუნდაც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი საშუალება. სპექტაკლი რომ გექნება ისეთ ქვეყნებში, სადაც აქამდე არ გქონია, ან ქართველი არ ყოფილა, ან შენი კულტურა არ წარგიდგენია, ძალიან ლოგიკურია, რომ ყალიბდება გარკვეული ურთიერთობები. ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. ვერ ვხვდები, რატომ არ არის ეს ყველაფერი ნახსენები. ამ სფეროს თუნდაც მიმართვა მაინც სჭირდებოდა. ყველასთან იყო ასეთი კომუნიკაცია“,- განაცხადა ეკტერინე მაზმიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023