საზოგადოება
10/08/2021

ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ის უხელმძღვანელებს ისეთი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, როგორიცაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.

ოთარ დანელიას სხვადასხვა წლებში წამყვანი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მათ შორის, 2014 – 2016 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2016-2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ოთარ დანელიას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ოთარ დანელიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის" სპეციალობით, აგრეთვე მინიჭებული აქვს ევროპის მართვის სკოლაში - ESM (საქართველო) – IT MBA - ში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში - აღმასრულებელი MMA - ის წოდება (მაგისტრის ხარისხი მართვის ანალიტიკის მიმართულებით). აგრეთვე დამთავრებული აქვს ECA აკადემიაში (აშშ), 2020 ჰარვარდის პროფესიონალური განვითარების პროგრამა - ბიზნესის უწყვეტობის ხელშეწყობა კრიზისულ პერიოდში.

ოთარ დანელია არის 56 სამართლებრივი აქტის ავტორი და ინიციატორი, მათ შორის: ორგანული კანონი „სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ"; კანონი „ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ"; კანონი „საქართველოს აგროტურიზმის შესახებ", აგრეთვე ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში".

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023