საზოგადოება
25/09/2020

ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე კომპანია ჯერ კიდევ შერჩევის სტადიაზე

7 თვიანი ტენდერი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტობანის ასაშენებლად, - საავტომობილო გზების დეპარტამენტი კვლავ მშენებელი კომპანიის შერჩევის პროცესშია.  

354.2 მილიონიან ტენდერში 9 კომპანიამ წარადგინა განაცხადი. მათგან ყველაზე დაბალი ფასი - 265.17 მლნ CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION-ს ეკუთვნის. სწორედ ამ ჩინური კომპანიის წინადადებების შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე ლოტი 6.4 კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ის შეუერთდება ხაშურის შემოვლითი გზის პირველ 11.5 კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც აგვისტოში უკვე გაიხსნა.

ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023