საზოგადოება
30/10/2020

ნინო ლორთქიფანიძე და ტორესა მოსი - აქ.ახლა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

30 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ეროვნული მუზეუმის მკვლევარისა და არქეოლოგის - ნინო ლორთქიფანიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ტორესა მოსი იქნება.

ნინო ლორთქიფანიძე ვანის განახლებულ მუზეუმზე ისაუბრებს: რას ნიშნავს საქართველოს ისტორიისთვის და კულტურისთვის ვანის ნაქალაქარი; როდის და როგორ დაიწყო მისი კვლევა; რითია ის უნიკალური არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისთვის, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში; როგორ დაარსდა 1985 წელს მუზეუმი და რა შესაძლებლობებს იძლევა ის დღეს განახლებული სახით; ასევე, როგორია მუზეუმის ახალი კონცეფცია და მომავლის ხედვა.

ნინო ლორთქიფანიძე, მამაზე - არქეოლოგსა და ანთროპოლოგზე, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელზე - ოთარ ლორთქიფანიძეზე ისაუბრებს, რომელსაც დღეს, 30 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდებოდა.

1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1985 წელს აკადემიკოსის ინიციატივით ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაფუძნდა, რომელშიც ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა ინახება.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალსა და ქუჩას, რომელზეც მუზეუმი მდებარეობს, ოთარ ლორთქფინაძის სახელი აქვთ მინიჭებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023