საზოგადოება
21/10/2020

ნაკაშიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება

ძველ თბილისში, ნაკაშიძის ქ. N26-ში მიმდინარე მშენებლობა შეთანხმებული პროექტის ესკიზებს არ შეესაბამება, რის გამოც ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ნაკაშიძის ქ. N26-ში, ბოლო წლების განმავლობაში იდგა დანგრეული შენობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა ძეგლი და ამ შენობის ადგილას კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენთვის ეს პროექტი მისაღები იყო, რადგან ძველი თბილისის იერსახეს ხელს არ უშლიდა, თუმცა, მშენებლობის პროცესში განსხვავებული სურათი მივიღეთ, პროექტის ესკიზი და მშენებარე შენობა ერთამენთს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და კომპანიას  ბოლო სართულის დემონტაჟი მოვთხოვეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობა ისტორიულ შენობებს და ძველ თბილისის იერსახეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ჩვენ ისტორიულ შენობებს, ძველ თბილისს მოწიწებით ვუდგებით. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს  ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოიხატა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუდიაშვილის რეაბილიტაციას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ნარჩუნდება მისი ისტორიული სახე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, შევინარჩუნოთ ძვირფასი შენობა-ნაგებობები, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023