საზოგადოება
17/09/2020

ნაძალადევში სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე 5 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი და ქვიშის მოედანი; დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

 „ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული სტადიონი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად კეთილმოწყობილი სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე გვექნება. სპორტული სივრცის გარდა, ვაკეთებთ ბავშვთა გასართობ ზონას. ეს ადგილი ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 711 482 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023